Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ილიადა“


„ილიადა“
please wait

No media source currently available

0:00 0:30:00 0:00
გადმოწერა

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ევროპული ლიტერატურის პირველ ძეგლზე, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლიტერატურულ შედევრზე, ჰომეროსის „ილიადაზე“.

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ევროპული ლიტერატურის პირველ ძეგლზე, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლიტერატურულ შედევრზე, ჰომეროსის „ილიადაზე“. „ილიადა“, უპირველეს ყოვლისა, ძალიან ორიგინალურად დაწერილი პოემაა. დავიწყოთ იმით, რომ პოემა, რომელშიც ტროის ომია აღწერილი, არც ამ ომის დასაწყისით იწყება და არც მისი დასასრულით მთავრდება. ჰომეროსი რომ „ჩვეულებრივი“ ავტორი ყოფილიყო, აუცილებლად ისაუბრებდა ზევსის გატაცებაზე, ლედას კვერცხზე, ჰელენეს გათხოვებაზე, განხეთქილების ვაშლზე, პარისის არჩევანზე, ავლისის ამბებზე, ომის დასაწყისზე, მის მიმდინარეობაზე... მაგრამ არ არის იგი ჩვეულებრივი ავტორი და თხრობას იწყებს ტროის ომის მეათე წლის ამბებით. ყველაზე უცნაურია, რომ ტროის ომის მსგავსად, „ილიადაც“ ქალის გამო კონფლიქტით იწყება, ოღონდ აქ კონფლიქტი ბერძნებს შორის ხდება. ვთქვათ პირდაპირ, სტრუქტურალისტებისთვის საყვარელი კლასიკური კონფლიქტია „ტომის ბელადი/შამანის“, ანუ „მეფე/გმირის“, ტიპისა. კონფლიქტი ბერძენთა ორ უმთავრეს ავტორიტეტს შორის იფეთქებს: ერთ მხარესაა ადმინისტრაციული, ძალაუფლებრივი ავტორიტეტი, მხედართმთავარი აგამემნონი და მეორე მხარეს – მორალური ავტორიტეტი, მთავარი ბერძენი გმირი, აქილევსი. კონფლიქტის შედეგი უმძიმესია ბერძენთათვის: აქილევსმა ბრძოლაში მონაწილეობაზე უარი თქვა. აქილევსის დედის, თეტისის, თხოვნით ზევსი დროებით ტროელებისკენ გადაიხარა და ომის ხასიათიც შეიცვალა: მუდმივად თავდამსხმელ ბერძნებს დაცვით პოზიციაზე გადასვლა მოუწიათ და ჰექტორმა მათ ერთ-ერთ ხომალდს ცეცხლიც კი წაუკიდა. როგორ მოიცვა ჰომეროსმა ომის მეათე წლის ხუთი ათეული დღის აღწერით ომისწინა ოცწლეულისა და ათწლიანი ომის მოვლენები, როგორ ვერ გაიმეტა სასიკვდილოდ აქილევსი, – ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
XS
SM
MD
LG