Accessibility links

1 631 603 ლარი მოქალაქეების სასარგებლოდ - სამინისტროების წაგებული დავები


IDFI-მ შეისწავლა სასამართლო დავები 89 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ. ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა დავები მოიგეს, საჯარო დაწესებულებებს მათ სასარგებლოდ 1 631 603 ლარის გადახდა დაეკისრათ. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აცხადებს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირთა დანაშაულის გამო ბიუჯეტი ასობით ათას ლარს ზარალობს.

IDFI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ 2013-2017 წლები მოიცვა. სტატისტიკა ასეთია:

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - 831 წაგებული საქმე (დავებიდან 401 ეხებოდა ლტოლვილის სტატუტის მინიჭებას, 178 - დევნილის სტატუსის აღდგენას და სხვ.)
  • თავდაცვის სამინისტრო - 352 საქმე (მათ შორის კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით)
  • საქპატენტი - 37 საქმე (ძირითადად დავები სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით)
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 31 საქმე
  • ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატი - 30 საქმე (დავები ძირითადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით)

პასუხისმგებლობის სახით ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა შსს-ს დაცვის პოლიციას დაეკისრა - 188 780 ლარი. უკანონოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებულ შრომით დავაზე კი ყველაზე დიდი თანხა შემდეგმა უწყებებმა გადაიხადეს:

  • დანაშაულის პრევენციის ცენტრი - 148 000 ლარი
  • იუსტიციის სახლი - 111 300 ლარი
  • სახალხო დამცველის აპარატი - 50 560 ლარი
  • ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო - 42 280 ლარი
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო - 44 849 ლარი

IDFI-ის შეფასებით, არ მოქმედებს ეფექტური მექანიზმი თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებებისა და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციისათვის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ჩატარებისას უნდა გამოავლინოს შემთხვევები, როცა კონკრეტული პირებისგან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის გამო საჭირო გახდა ბიუჯეტიდან თანხის გადახად, რითაც იზარალა სახელმწიფომ, თუმცა ეს ზარალი უშუალოდ დამნაშავეებს არ აუნაზღაურებიათ.

IDFI-ს განცხადებით, პრობლემა არის ისიც, რომ ყოვნდება უკვე მოგებული დავების აღსრულება, რაც გადასახდელი თანხის ოდენობას კიდევ უფრო ზრდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG