Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავაბატა იასუნარი


რადიო „თავისუფლების“ პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს იასუნარი კავაბატაზე, იაპონელ მწერალზე, იაპონიის ხელოვნების აკადემიის წევრზე (1953), რომელსაც 1968 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი ოსტატური თხრობის სტილისათვის, რომელიც უდიდესი სიფაქიზით იაპონური აზროვნების არსს გამოხატავს.“

კავაბატა პირველი იაპონელი ნობელიატი მწერალია. წიგნის კლუბის ნუსხაში მოხვდა მისი კლასიკური რომანი „მთის კვნესა“. ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანები „თოვლიანი მხარე“, „ათასფრთიანი წერო“ და მოთხრობა „მშვიდობის ბუდე“.ნობელის პრემიის მიღებისას კავაბატამ ისაუბრა ზძენ-ბუდიზმზე, იკებანასა და ბონსაიზე, როგორ ხელოვნების ფორმებზე და ხაზიგაუსვა, რომ მშვენიერება უბრალოებაში იბადება. ძენ-ბუდიზმისა და ხელოვნების გარდა კავაბატამ სუიციდზეც ისაუბრა დაგაიხსენა ცნობილი იაპონელი მწერლები, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, მათ შორის რიუნოსკე აკუტაგავა.

კავაბატამ თქვა, რომ იგი ცდილობდა თავის შემოქმედებაში სიკვდილის მშვენიერება და ადამიანს, ბუნებასა და სიცარიელეს შორის ჰარმონიის ძიება აესახა. სხვათა შორის, სიცოცხლე კავაბატამაც თვითმკვლელობით დაასრულა და მის უსაყვარლესი მეგობრის, იუკიო მიშიმას, სეპუკუს ბუნებრივი აირით გაგუდვით გამოეხმაურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG