Accessibility links

ლევან ბერძენიშვილი: ლიუდმილა ალექსეევამ ბოდიში მოიხადა რუსეთის აგრესიის გამო


ლევან ბერძენიშვილი: ლიუდმილა ალექსეევამ ბოდიში მოიხადა რუსეთის აგრესიის გამო
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:05:11 0:00

ჩვენთვის, ვინც რადიო თავისუფლებაში ვმუშაობთ ან გვიმუშავია, დიდი პატივია, რომ ერთ-ერთი ჩვენთაგანი იყო ლიუდმილა ალექსეევა - საბჭოთა რეჟიმის ოპონენტი 1960-იანი წლებიდან, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თანადამფუძნებელი. 1977 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირიდან ემიგრაციის შემდეგ ის მრავალი წელი თანამშრომლობდა რადიო თავისუფლებასთან. ლიუდმილა ალექსეევას პირადად იცნობდა და მრავალჯერ შეხვედრია საბჭოთა პერიოდის ქართველი დისიდენტი, ცნობილი ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს მიმართებით მას ლიუდმილა ალექსეევასგან მხოლოდ „სწორი და ვაჟკაცური ნაბიჯები“ ახსოვს.

XS
SM
MD
LG