Accessibility links

ჟულიენ სორელი​


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს ფრანგული ლიტერატურის დიდი შედევრის, პირველი ფსიქოლოგიური რომანის, „წითელი და შავის“ მთავარ პერსონაჟზე, ჟულიენ სორელზე. პატარა ქალაქ ვერიერის მკვიდრი, გლეხის ოჯახში დაბადებული ყმაწვილი ბავშვობიდანვე სოციალური კიბის სათავეში მოქცევაზე ოცნებობს. მამამისი და მისი ძმები სამხერხაოში მუშაობენ, ჟულიენსაც მხერხავის როლი დაეკისრა, მაგრამ მას უფრო წიგნები და ოცნებები იტაცებს. ამ დროს დაბალი წარმოშობის კაცისთვის მხოლოდ ორი კარიერა არსებობს – სამხედრო და სასულიერო, თუმცა ჟულიენის დროს, რესტავრაციის ეპოქაში, სამხედრო კარიერა უკვე შეუძლებელი გამხდარა და ყმაწვილ კაცსაც ეპისკოპოსობა მოუნდომებია; ამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ სწამს, ვულგატა, ლათინური სახარება, ისწავლა ზეპირად. ზეციური ღმერთი არ სწამს, მაგრამ მიწიერი ღმერთის, ნაპოლეონის სიყვარულს გულით საიდუმლოდ ატარებს. საბოლოოდ ირკვევა, რომ ჟულიენ სორელი საკუთარ თავს არ იცნობს, რადგან თავი კარიერისტი ჰგონია და გულწრფელი შეყვარებული კი აღმოჩნდება. როგორ მიიკვლევდა გზას მაღალი საზოგადოებისკენ უაზნო, მაგრამ განათლებული ახალგაზრდა, როგორ შეუყვარდა მას ლუიზ დე რენალი; რითი მოხიბლა მარკიზის ასული, სინამდვილეში რატომ შეუფარდა ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ სიკვდილით დასჯა; შეიძლება თუ არა, ბედნიერი იყოს კაცი, რომელსაც დღე-დღეზე თავს მოჰკვეთენ – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG