Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეყვარებული გოეთე


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის გიგანტის, ევროპული ლიტერატურის უპირობო ლიდერის, გოეთეს სასიყვარულო ისტორიების შესახებ. გოეთე იყო ულამაზესი კაცი, რომელსაც ჰქონდა წარმოუდგენელი მომხიბვლელობა, არნახული მჭევრმეტყველება და სხვა თვისებები, რომლებიც ასე ხიბლავენ ქალებს. გოეთემ ეს „საქმიანობა“ თხუთმეტი წლის ასაკში დაიწყო და მის პირველ სიყვარულს გრეტხენი ერქვა. პირველმა სიყვარულმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. თხუთმეტი წლისამ დაიწყო ქალების გულის დაპყრობა და ცხოვრების ბოლომდე არ მიუტოვებია ეს საქმე, რომელიც ისევე კარგად გამოსდიოდა, როგორც პოეზია. უამრავი ქალია გოეთეს ცხოვრებაში და ამ სახელების - გრეტხენის, ანეტის, კეტხენით, ლილის, ლოტეს, ულრიკეს - გარეშე გოეთეს შემოქმედება გაუგებარი დარჩებოდა. გოეთეს უყვარდა ყოველთვის და ყველგან, უყვარდა ვაიმარში, უყვარდა ლაიპციგში, უყვარდა სტრასბურგში, უყვარდა იტალიაში… ყველაზე ძლიერი სიყვარული კი მას სიბერეში ეწვია („მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი“, როგორც კიდევ ერთი პოეტი იტყოდა). როგორ ითხოვა სამოცდაცამეტი წლის კაცმა ცხრამეტი წლის ქალიშვილის ხელი, როგორ დაწერა უარის მიღების შემდეგ ტრაგიკული „მარიენბადის ელეგია“ და კინაღამ როგორ ჩაიქნია ცხოვრებაზე ხელი გენიოსმა — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG