Accessibility links

რუსთველი და ისტორია




ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Dichtung und Wahrheit („პოეზია და სინამდვილე“) გთავაზობთ საუბარს ქართული ლიტერატურის მთავარი შედევრის, „ვეფხისტყაოსნისა“ და ისტორიის მიმართებაზე. საქართველოს ისტორია მრავალნაირად აისახა რუსთველის პოემაში, შეიძლება ითქვას, რომ „ვეფხისტყაოსანში“ მთელი მსოფლიო საქართველოა, არაბეთიდან დაწყებული, ინდოეთით გაგრძელებული და ხატაეთით დამთავრებული. შემთხვევით კი არ „წამოსცდა“ ავტორს ავთანდილზე საუბრისას „ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული“. მსოფლიო კი არა, მთელი სამყარო საქართველოა („ცამცა გაიდარბაზესა…“). საქართველოა დახვეწილი და იდეალური არაბეთიც და ვნებებით მოცული ინდოეთიც, ისტორია აისახა ორივე ქვეყანაში. არც არაბ და არც ინდოელ მეფეს ვაჟი არ აჩუქა ღმერთმა, ისევე როგორც გიორგი მესამეს, თამარისა და რუსუდანის მამას. რუსთველმა საქართველოს ისტორია ორგვარად წარმართა: არაბეთში თინათინი გამეფდა (როგორც საქართველოში მოხდა, ოღონდ არაბეთში ეს მოხდა მეტისმეტად კულტურულად და ექსცესების გარეშე), ინდოეთში კი საბოლოოდ ტარიელი გამეფდა, როგორც ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ არ მომხდარა საქართველოში, თუმცა ტრაგედიითა და ჭარბი სისხლისღვრით სწორედ „ინდოეთი“ დაგვემართა. რატომ გაყო საქართველოს ისტორია შოთამ, როგორ მიიღეს მისი პოემა სამეფო კარზე, ვინ არის ჩვენთვის რუსთველი — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG