Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეილა მუსტაფაევა: ჩემი ბრძოლა შეწყდება მაშინ, როცა საქართველოს მთავრობისგან პასუხებს მივიღებ


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა დღეს ქალიშვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. მან, მისი არაერთი მეგობრის მსგავსად, საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც მუხთარლი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ალიევის მთავრობა საზღვრის უკანონო გადაკვეთას, კონტრაბანდას ედავება, თუმცა მისი კოლეგები და მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ აფგანი მისი საგამოძიებო სტატიების გამო დაისაჯა. ლეილა თვეების განმავლობაში მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომლებიც თბილისში იმართებოდა და რომლის მიზანიც საქმის დროულად გამოძიება და მუხთარლის გათავისუფლება იყო. ლეილა მუსტაფაევას დღემდე არ მიუღია პასუხები აფგანის გატაცების საქმეზე.

XS
SM
MD
LG