Accessibility links

იბსენის სილუეტი


ლიტერატურული გადაცემა “წახნაგები” რუბრიკით “სილუეტი” გთავაზობთ საუბარს ნორვეგიელ დრამატურგზე, რეჟისორსა და პოეტზე, თეატრში მოდერნიზმის დამფუძნებელზე, “რეალიზმის მამად” წოდებულ ჰენრიკ იბსენზე. იბსენმა ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა დრამაში, მან არსებითად შეცვალა თეატრი და მისი თემატიკა. იგი უპირობოდ იყო თავისი დროის ყველაზე დიდი და გამორჩეული დრამატურგი, „ახალი დროის შექსპირი“. გადაცემაში განხილული იქნება იბსენის შედევრები: დრამატული პოემები “ბრანდი” და “პერ გიუნტი”, დრამები: “თოჯინების სახლი”, “გარეული იხვი”, “მოჩვენებები” და “ხალხის მტერი”. რა შეცვალა თეატრში იბსენმა, რატომ დატოვა ნორვეგია 25 წლით, რა სკანდალი გამოიწვია ნორას სახლიდან წასვლამ, რატომ არ მიიღო მაყურებელმა “მოჩვენებების” თემატიკა – ინცესტისა და ნარკომანიის პრობლემების სცენაზე გადატანა, რითი უპასუხა ამას ავტორმა, რატომ უწოდეს „გარეულ იხვს“ „ჩვენი დროის ჰამლეტი“, რაა საერთო გრეგერსსა და ჰამლეტს შორის, უნდა ითქვას თუ არა სიმართლე ყოველთვის, თუ „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“; რატომ არ იცვლის თავის მოსაზრებას გრეგერსი საშინელი ტრაგედიის, მისივე ცამეტი წლის დის თვითმკვლელობის შემდეგ, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG