Accessibility links

site logo site logo

ლორენს სტერნი, ტრისტრამ შენდი


გადაცემა „წიგნები“ ისევ მიმართავს რუბრიკას „ნორვეგიის წიგნის კლუბი“ და უდიდესი მწერლების მიერ შერჩეული მსოფლიო შედევრებიდან გამოარჩევს ლორენს სტერნის გენიალურ წიგნს „ცხოვრება და აზრები ტრისტრამ შენდისა, ჯენტლმენისა“. არ არსებობს ამაზე ონავარი წიგნი; წიგნი, რომელიც არ იცავს ლიტერატურული ტექსტის არც ერთ წესს, დროის, სივრცისა და მოქმედების ერთიანობის კანონს, საერთოდ, არც ერთ კანონს; წიგნი, რომელსაც არ გააჩნია სიუჟეტი, რომლის პერსონაჟების დახასიათება შეუძლებელია, რომლის ავტორი გვთავაზობს სახარების, დეკამერონის, რაბლეს, სერვანტესის, არისტოფანესა და ჯონ ლოკის მიქსს, ერთგვარ ლიტერატურულ „მიტოტოსს“ (ყველის, თაფლისა და ნივრის ნაზავი, ანტიკური დელიკატესი). ყველაფრის დამწუნებელი შოპენჰაუერი იყო აღფრთოვანებული ამ წიგნით, ბალზაკი დიდად აფასებდა, ბორხესი თარგმნიდა, ხოლო ბერტრან რასელი მისგან თავსატეხს აკეთებდა...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG