მაისის პროტესტი - „რეივ რევოლუცია“, რომელიც ვერ დასრულდა
ზუსტად ერთი წლის წინ, 2018 წლის 13 მაისს რუსთაველის გამზირზე ათასობით ახალგაზრდა მოითხოვდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას. აპროტესტებდა პოლიციისგან ძალადობას და მოითხოვდა თავისუფლებას, თანასწორობას და სოლიდარობას. მათ შორის იყვნენ ბექა ქიკარიშვილი, ანა სუბელიანი და რეზო ჩარკვიანიც. ის ორდღიანი აქცია - დიდი მუხტით, რომელიც კლუბ „ბასიანში“ და და კაფე „გალერიში“ სპეცრაზმის შეჭრას მოჰყვა, შსს მინისტრის „ბოდიშის“ შემდეგ მალევე დაიშალა. ვითარება მაშინ იმანაც დაძაბა, რომ ნეონაცისტური დაჯგუფების წევრებმა კონტრაქცია მოაწყვეს და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, პარლამენთან მიმდინარე აქციამდე რომ მიეღწიათ. რატომ მინავლდა იმ აქციის მუხტი ასე მალე - მიაღწიეს თუ არა თავიანთ მიზანს ახალგაზრდებმა? არსებობდა კი საერთო მიზანი? როგორ აფასებენ მაისის პროტესტს ერთი წლის შემდეგ თავად ამ დღეების გმირები და რა არის მათი ყოველდღიურობა დღეს?
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"