Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანქანით მგზავრობის პლეილისტი გაგიკეთეთ


ზაფხულია და ხალხი კვარიათებში და სოფლებში დადის მანქანით. გზაში კი მარტო რადიოს იმედზე ვერ იქნები - შენი მუსიკაც გინდა.

ამიტომაც, სპეციალურად თქვენთვის გზაში ჩასართავი პლეილისტი გავაკეთე. „იუტუბზეა“, თუმცა, როგორც ამბობენ, ამ საიტს „სპოტიფაიზეც“ გადაყავს და „ეფლ მიუზიქზეც“ და ყველგანაც. თავად არ გამომცდია, მარა, რავი, ნახეთ.

პლეილისტი ასე, ექვსსაათიანია და წესით საქართველოში ყველგან ჩასასვლელად გეყოფათ ისე, რომ სიმღერა არ გამეორდეს. შემსრულებლები ისედაც არ მეორდება - თითო ჯგუფზე თითო სიმღერაა.

ძირითადად როკია, აქა-იქ ჰიპ-ჰოპი და ელექტრონული მუსიკა. პრინციპი ასეთი იყო - ძალიან სპეციფიკური არაფერი ჩამისვამს და წესით ძალიან არც ერთი სიმღერა შეგაწუხებთ. ნაცნობი და უცნობი მუსიკის მიქსია - ძალიან მომაბეზრებელი რომ არ გამოვიდეს.

იქნებ გამოგადგეთ. „შაფლზე“ ჩართეთ და მიუშვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG