მარიხუანის ფილოსოფია
რატი წერეთელმა რამდენიმე თვის წინ მარიხუანასთან დაკავშირებული აქსესუარების მაღაზია გახსნა. იქ იყიდება ყველანაირი აქსესუარი, მათ შორის ხელნაკეთი აქსესუარებიც, ოღონდ არ იყიდება თავად მარიხუანა, რადგან, რატი წერეთლის თქმით, ის კანონმორჩილი ადამიანია. მაღაზიის მეპატრონე ფიქრობს, რომ კანონმდებლობა მარიხუანის მოხმარების შესახებ, რომელსაც უახლოეს მომავალში განიხილავს პარლამენტი, მისცემს მას საშუალებას, აქსესუარების მაღაზია ე.წ. „კოფი შოპად“ აქციოს. მის მაღაზიაში მოქმედებს გარკვეული წესებიც - იქ არ დაიშვებიან 21 წლამდე ახალგაზრდები. რატი წერეთლის აზით, თუკი მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც კანაფის ექსპორტზე გატანა იგეგმება, პარლამენტი დაამტკიცებს, ქვეყანაში დასაქმების რეალური და დამატებითი შანსი გაჩნდება.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან