Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე


გადაცემა „საუბარი თავისუფლებაზე“ ეძღვნება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. გიორგი გვახარია მასპინძლობს დაუნის სინდრომის ასოციაციის ხელმძღვანელს, ლია ტაბატაძეს, რომელიც ლაპარაკობს ახლად გახსნილ საინფორმაციო ცენტრზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებისთვის. მსგავსი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირის მშობელს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის დაუნის სინდრომის შესახებ, საქართველოში აქამდე არ ყოფილა. საინფორმაციო ცენტრის გახსნა შემთხვევით არ დაემთხვა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს - 2011 წელს გაერთიანებული ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის დღედ სწორედ ცნობიერების ამაღლების მიზნით გამოაცხადა. ლია ტაბატაძე აღნიშნავს, რომ თავიდან, როცა პრობლემას შეეჯახა, არც მას ჰქონდა ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და კარგად ესმის მშობლების, რომლებიც სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან.

საინფორმაციო ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის ცენტრში 8 ქალი იმუშავებს. სატელეფონო მომსახურებას გაუწევენ ყველა მშობელს, რომელიც თავიდან, როგორც წესი, დაბნეულია ხოლმე - არ იცის ვის მიმართოს დახმარებისთვის, არ იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს მისი შვილი... ინტერნეტში, რა თქმა უნდა, არის ინფორმაცია, მაგრამ, ჯერ ერთი, ინფორმაცია წინააღმდეგობრივია, მეორეც - ყოველთვის ჯობია ამ დროს მოუსმინო იმას, ვისაც უკვე აქვს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთან ცხოვრების გამოცდილება.

ლია ტაბატაძის თქმით, მართალია, ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ საინფორმაციო ცენტრი 2 წლით დააფინანსა, მას და მის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ პროექტში სახელმწიფოც ჩაერთვება და ცენტრს მუნიციპალიტეტები დააფინანსებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG