Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მატულობს თუ არა ფემიციდის შემთხვევები საქართველოში?


რადიო თავისუფლების სტუმარია ორგანიზაციის - „ქალები საერთო მომავლისთვის“ წარმომადგენელი იდა ბახტურიძე. იგი საუბრობს ქალებზე ძალადობის იმ ფაქტებზე, რომლებსაც ბოლო დროს აქტიურად აშუქებს მედია.

ფემიციდის ახალი შემთხვევები დაემთხვა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს სექსუალური შევიწროების შესახებ; კანონები მკაცრდება, თუმცა კვლავაც პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის გამხელა. მართალია, სულ უფრო მეტ ქალს ჰყოფნის გამბედაობა აცნობოს ქალთა უფლებების დამცველებს და ცხადია, პოლიციასაც, სექსუალური ძალადობის შესახებ, ეს თემა მაინც ტაბუდადებულია, განსაკუთრებით რეგიონებში. ქალებს, განსაკუთრებით არასრულწლოვნებს, ეშინიათ გადატანილი სექსუალური ძალადობის შესახებ მოყოლა. შესაბამისად, ძნელია სტატისტიკაზე საუბარი და იმის თქმა, იმატა თუ არა ფემიციდის შემთხვევებმა საქართველოში, იმატა თუ არა არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებმა.

იდა ბახტურიძე მიმართავს ქალებს, გადალახონ წინააღმდეგობა, შიში და დაუყოვნებლივ აცნობონ ძალადობის შესახებ ქალთა ორგანიზაციებს. თანაც, არა მარტო გაუპატიურების, არამედ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG