Accessibility links

საუბარი თავისუფლებაზე

მაქს ფრიშის რომანი ქართულად


მაქს ფრიშის რომანი ქართულად
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:14:35 0:00

11 ივნისს მწერალთა სახლში გაიმართება შვეიცარელი მწერლის, მაქს ფრიშის რომანის, „მონტოკის“ პრეზენტაცია. ფრიშის ერთ-ერთ ყველაზე გაბედული ნაწარმოების მთარგმნელი, მაია ფანჯიკიძე „რადიო თავისუფლების“ სტუმარია. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი გვიამბობს მაქს ფრიშის წიგნის შექმნის ისტორიაზე, იმაზე, თუ რამდენადაა „მონტოკი“ ავტობიოგრაფიული წიგნი და რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის სახე მაქს ფრიშის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. გადაცემის წამყვანი გიორგი გვახარია, რომელიც 11 ივნისს მაქს ფრიშის ამ წიგნის ეკრანიზაციაზე, გერმანელი რეჟისორის ფოლკერ შლენდორფის ფილმზე ისაუბრებს, ამბობს, რომ მაქს ფრიშის ტექსტების ეკრანიზაცია არაერთხელ უცდიათ. როგორც წესი, ფრიშის სტილი კინოს ენას არ ემორჩილება, თუმცა ფოლკერ შლენდორფის კინემატოგრაფიული ინტერპრეტაციები (ეს რეჟისორი მაქს ფრიშის „ჰომო ფაბერის“ ეკრანიზაციის ავტორიცაა) მეტ-ნაკლებაად წარმატებულად ითვლება

XS
SM
MD
LG