Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაწიგნიერების კვირეული: როგორ მივხვდეთ, რომ გვატყუებენ?


მედიაწიგნიერების კვირეული: როგორ მივხვდეთ, რომ გვატყუებენ?
please wait

No media source currently available

0:00 0:14:01 0:00

გადაცემა „საუბარი თავისუფლებაზე“ ეძღვნება მედიაწიგნიერების კვირეულს, რომლის პრეზენტაცია ამ დღეებში მოეწყო ილიას უნივერსიტეტში. კვირეულის ორგანიზატორია მედიის განვითარების ფონდი, რომლის წარმომადგენელი სოფო გელავა ამბობს, რომ მედიაწიგნიერების კვირეულის მიზანი საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების ინიციატივების პოპულარიზაციაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პედაგოგებისთვის მოზმადებული სახელმძღვანელო, ვებგვერდი, ონლაინთამაშები და პედაგოგების გადამზადებისთვის მომზადებული მედიაწიგნიერების სასწავლო კურსი, რომელიც ილია უნივერსიტეტში დაინერგება. სოფო გელავა გვიამბობს მედიის განვითარების ფონდის კიდევ ერთ კვლევაზე, რომელიც ეხება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის საკითხს. მკვლევართა ჯგუფმა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მცხოვრებთა ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით შეისწავლა ის მედია-გზავნილები, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. აღმოჩნდა - მიუხედავად იმისა, რომ სანდოობა რუსული არხების მიმართ თითქმის არ არის, ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტური თხრობა და ამბის გადმოცემა რუსულ მედიას უკეთ გამოსდის.

XS
SM
MD
LG