Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტეხის ხიდიდან ისევ გადავარდა მანქანა - ამჯერად მძღოლი გადარჩა


დღეს საღამოს მეტეხის ხიდიდან კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
დღეს საღამოს მეტეხის ხიდიდან კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

11 მარტს, სამშაბათ საღამოს თბილისში, მეტეხის ხიდიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა.

ამჯერად მძღოლი გადარჩა.

რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა.

იმავეს ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში მეტეხის ხიდის მიმდებარედ - მისი თქმით, იქვე მდგარ პოლიციელზე დაყრდნობით.

მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში ჩანს:

  • როგორ ტივტივებს წყალში ახლაჩავარდნილი მანქანა, რომელსაც კატერი უახლოვდება;
  • კატერში მყოფ მოქალაქეებს მანქანიდან გადმომძვრალი მძღოლი აჰყავს;
  • სწორედ ამ დროს მიდიან მანქანასთან მაშველებიც;
  • მციხე ხანში მანქანა იძირება.

აზუსტად ერთი კვირის წინ, 4 მარტს, მეტეხის ხიდიდან კიდევ ერთი ავტომობილი გადავარდა მტკვარში - რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, მაშველებმა მძღოლის ცხედარი ამოასვენეს. მაშინ სამძებრო სამუშაოები 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შენიშვნა: ინფორმაცია განახლდა კადრების გავრცელების შემდეგ

ფორუმი

XS
SM
MD
LG