Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროს პირველი ხაზი გათიშულია


კომპანია “თელმიკოს” ამ დრომდე ელექტროენერგიის შეწყვეტაზე განცხადება არ გაუვრცელებია.
კომპანია “თელმიკოს” ამ დრომდე ელექტროენერგიის შეწყვეტაზე განცხადება არ გაუვრცელებია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.

კომპანია წერს, რომ ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

უკვე ერთი საათია, რაც თბილისის დიდ ნაწილს და რეგიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

ავარიის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ოკუპირებულ აფხაზეთსაც. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა კომპანია „ჩერნომორენერგომ“ გაავრცელა.

კომპანია “თელმიკოს” ამ დრომდე ელექტროენერგიის შეწყვეტაზე განცხადება არ გაუვრცელებია. კომპანიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ბოლო განცხადებაში კი წერია, რომ კლიენტთა მომსახურების ცენტრები აღდგომის დღეებში არ იმუშავებს. კომპანიის ცხელ ხაზზე ამ დრომდე არავინ პასუხობს.

რადიო თავისუფლება ცდილობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG