მეტ ჯენინგი: „მაქსიმუმი უნდა გავაკეთო საქართველოს დასახმარებლად“
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ამერიკელი „მსროლელით“ - მეტ ჯენინგით -გაძლიერდა, რომელიც საკლუბო დონეზე ესპანეთის „ბასკონიაში“ გამოდის თორნიკე შენგელიასთან ერთად. ჯენინგი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის შეთავაზებას სწრაფად დათანხმდა და სწრაფადვე მიიღო საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი. 13 სექტემბერს ქართველი კალათბურთელები ისრაელის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდებიან და პარკეტზე ჯენინგიც გავა. ნატურალიზებული ამერიკელის თბილისური დებიუტი კი 16 სექტემბერს შედგება საბერძნეთთან მატჩში. „მომცეს შესაძლებლობა, ჩამოვიდე და ვითამაშო საქართველოს ნაკრებში. მაქსიმუმი უნდა გავაკეთო ქვეყნის დასახმარებლად“, - ამბობს მეტ ჯენინგი.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში