Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავარი არხის" ჟურნალისტი სასულიერო პირებმა ტაძრის ეზოდან გააძევეს

რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირები ჟურნალისტების მიმართ აგრესიას მას შემდეგ გამოხატავენ, რაც ამ ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალები მედიის წარმომადგენლებმა გააშუქეს.

"მთავარი არხის" რეგიონული ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთის მონასტრის ეზოდან სასულიერო პირებმა გააძევეს.

„გვერძინეთის დედათა მონასტერში ვიყავით გასაშუქებლად, სადაც რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი წირვა-ლოცვას ატარებდა. იქაურ სასულიერო პირებს ჩვენი კითხვები არ მოეწონათ და ტაძრის ეზოდან გვაგდებდნენ. მასალა გადაღებული გვაქვს და ეთერშიც გავიდა“, - ამბობს გიორგი ახალკაცი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირები ჟურნალისტების მიმართ აგრესიას მას შემდეგ გამოხატავენ, რაც ამ ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალები მედიის წარმომადგენლებმა გააშუქეს.

მამა დავითი, იგივე კობა კობაიძე არქიმანდრის საბა ჟღენტის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაშია ბრალდებული და მას გამოძიება ორი მუხლით - ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ედავება. გარდა ამისა, ჟურნალისტები იმ ქონებითაც დაინტერესდნენ, რომელსაც ეს სასულიერო პირები ეპარქიის ტერიტორიაზე ფლობენ. საუბარია ათასობით ჰექტარ საძოვარსა და ტყის მასივზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG