Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთაწმინდის მთვარე


მთაწმინდის მთვარე
please wait

No media source currently available

0:00 0:29:56 0:00
გადმოწერა

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით exegi monumenum („ძეგლი ავაგე“), რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდ პოეტურ ნიმუშებზე ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის შედევრზე, რომელსაც პოეტი „საპროგრამოს“ უწოდებდა, – „მთაწმინდის მთვარეზე“.

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით exegi monumenum („ძეგლი ავაგე“), რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდ პოეტურ ნიმუშებზე ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის შედევრზე, რომელსაც პოეტი „საპროგრამოს“ უწოდებდა, – „მთაწმინდის მთვარეზე“. გალაკტიონის ეს ლექსი ქართულ პოეზიაში მისი ორი დიდი წინაპრის, ბარათაშვილისა და აკაკის შედევრების გვერდით იკავებს ადგილს. „შემოღამება მთაწმინდაზე“ და „განთიადი“ პირდაპირ და ფარულად ხშირადაა ამ ოპუსში ციტირებული, ისევე როგორც თავად გალაკტიონის სხვა ლექსები. ავტოციტატები და სინესთეზია, ისევე როგორც „არტისტულ ყვავილებში“ შესულ ბევრ ლექსში, ამ შედევრშიც გალაკტიონის „ხარისხის ნიშანია“. მეოცე საუკუნის დასაწყისი ქართულ პოეზიაში წარსულის უარყოფითა და რევოლუციური ძვრებით აღინიშნა. პაოლო იაშვილს „მოეწყინა ყვითელი დანტე“, ირონიული ისრები მოხვდა ილიასა და აკაკის, არ დაინდეს მშობლიური ნიკოლოზ ბარათაშვილიც კი, „უცხო“ შექსპირსა და ბეთხოვენზე რომ არაფერი ვთქვათ. გალაკტიონმა სხვა გზა აირჩია, მან პიედესტალიდან არ ჩამოაგდო წინაპრები, უბრალოდ, გვერდით დაუდგა („მე და ბეთხოვენი“). სიკვდილთან შერიგება, სიკვდილისაკენ ვარდისფერი გზის გაკვალვა, „მგოსანთ სითამამეზე“ აპელირება, სინამდვილეზე დიდი სინამდვილის დანახვა („ზღაპარი“), საკუთარი თავის პოეზიის მეფედ გამოცხადება და იმის მტკიცება, რომ მთაწმინდა საერთოდ იმიტომ დგას და პანთეონიც იქ იმიტომაა, რომ ეს ადგილი გალაკტიონმა უნდა შეავსოს და გენიალური პოეზიის სივრცე დახუროს; კრეშჩენდო და დიმინუენდო, აპოლონი და დიონისე, სიზმარი და ფრთოსანი ხომალდები, მოხუცის ლანდი და დაწყევლილი ყრმა, მტკვარი და მეტეხი, თბილისი, როგორც გილიოტინა, ვარდისფერი თოვლი, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG