Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი გიორგი ჭყონია „ქეშად“ 650 000 ლარს ინახავს

გიორგი ჭყონია
გიორგი ჭყონია

სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ჭყონია მილიონერია. საკუთარი ქონებისა და ფინანსური შემოსავლების აღსაწერად მან 26-გვერდიანი დეკლარაცია 31 იანვარს შეავსო, თუმცა დოკუმენტი საჯარო 1 აპრილს გახდა.

უძრავი ქონება (დეკლარაცია)

  • 10 ბინა ბათუმში;
  • სამი მიწის ნაკვეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტში (თანასაკუთრება);
  • შვიდი სარდაფი ბათუმში.
ამონარიდი გიორგი ჭყონიას დეკლარაციიდან
ამონარიდი გიორგი ჭყონიას დეკლარაციიდან

ავტომობილები

გიორგი ჭყონიას რვა ავტომობილი ეკუთვნის. მათგან ოთხი 2025 წელს იყიდა. მხოლოდ გასულ წელს ავტომობილებში 310 ათასი დოლარი გადაიხადა.

ამონარიდი გიორგი ჭყონიას დეკლარაციიდან
ამონარიდი გიორგი ჭყონიას დეკლარაციიდან

ფული

დეპუტატი ნაღდი ფულის სახით 650 000 ლარს ინახავს. თანხა აქვს საბანკო ანგარიშებზეც: 200 000 ლარზე მეტი, 20 000 ევროსა და 10 000 დოლარზე მეტი.

ამონარიდი გიორგი ჭყონიას დეკლარაციიდან
ამონარიდი გიორგი ჭყონიას დეკლარაციიდან
ამონარიდი გიორგი ჭყონიას დეკლარაციიდან
ამონარიდი გიორგი ჭყონიას დეკლარაციიდან

შემოსავალი

გიორგი ჭყონიამ, რომელიც პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მხოლოდ გასულ წელს ბიზნესიდან 6 მილიონ ლარზე მეტი იშოვა.

  • შპს "გზა" - 5 340 000 ლარი;
  • შპს "ფიგოილი" - 633 888 ლარი;
  • შპს "სახლი" - 230 000 ლარი.
ამონარიდი გიორგი ჭყონიას დეკლარაციიდან
ამონარიდი გიორგი ჭყონიას დეკლარაციიდან

მილიონერმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოდან 55-ჯერ ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე ბიზნესიდან. მისი ხელფასი პარლამენტში 112 689 ლარი იყო.

ამონარიდი გიორგი ჭყონიას დეკლარაციიდან
ამონარიდი გიორგი ჭყონიას დეკლარაციიდან

ფორუმი

XS
SM
MD
LG