Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება - დანიის საგარეო უწყება


დანიის საგარეო უწყება: „დანია მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს ევროკავშირში.“
დანიის საგარეო უწყება: „დანია მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს ევროკავშირში.“

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „აგენტების კანონსა“ და საპროტესტო დემონსტრაციებს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება.

„დანია მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს ევროკავშირში. „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან“, - წერია მოკლედ განცხადებაში, რომელიც 3 მაისს გავრცელდა პლატფორმა X-ზე.

„აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალა ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG