მოსკოვის გამზირის ნაცვლად არჩილ ტატუნაშვილის გამზირი
მოსკოვის გამზირის პირველ ნომერს სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა აბრა შეუცვალა და არჩილ ტატუნაშვილის სახელი მიანიჭა. აბრა ვიღაცამ ჩამოხსნა, თუმცა აქტივისტთა ჯგუფი თბილისის მერს მიმართავს წინადადებით, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის სახელწოდების ქუჩას ქართველი გმირის სახელი ეწოდოს. კახა კალაძე ინიციატივას არ გამოხმაურებია, აქტივისტები კი აგვისტოს ომის 10 წლისთავზე ოკუპაციას და რუსეთის აგრესიას 7 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობის წინ გააპროტესტებენ.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"