Accessibility links

მშვიდობის ფასი ერგნეთში


მშვიდობის ფასი ერგნეთში
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:02:55 0:00

ომი საკუთარი თვალით ნახეს, სახლები დაბომბვისას დაენგრათ, მაროდიორებმა ქონება წაართვეს, სიკვდილს გადაურჩნენ, მაგრამ ტრავმა დიდხანს გაჰყვებათ. საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფელ ერგნეთში ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი, იმიტომ, რომ ომის სისასტიკე, ნგრევა და მსხვერპლი საკუთარი თვალით ნახეს. ნანული დოიჯაშვილი ერგნეთის მცხოვრებია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის, მეუღლესთან ერთად სახლ-კარის დატოვებას არ აპირებდა. სახლი ავიაციის დაბომბვის გამო უკვე დაზიანებული იყო. ცოლ-ქმარი სიკვდილს რამდენჯერმე გადაურჩა. სოფელში შესული მაროდიორები მოსახლეობას ადგილზე ხვრეტდნენ. ნანულის და მის მეუღლესაც ავტომატი არაერთხელ მიადეს მკერდზე, მაგრამ ოსი რძალი ლიანა ბაგაევა მუდამ მათ წინ დგებოდა და იცავდა. ამის გამო ბაგაევაც ლამის სიცოცხლეს გამოასალმეს. ათი წლის წინანდელ ამბებს ნანული დოიჯაშვილი ემოციის გარეშე ვერ იხსენებს და მუდამ მადლიერია ოსი რძლის, რომლის თავგანწირვამ ცოლ-ქმარი იხსნა. ომის შემდეგ ლიანა ბაგაევამ მხოლოდ სამ წელს იცოცხლა.

XS
SM
MD
LG