Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა ფრუიძე: მშობლები მოზარდებს ნაკლებ თავისუფლებას აძლევენ


11 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის საუბრების სტუმარი იყო ნანა ფრუიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანმრთელობის და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც მოზარდებისა და მათი შვილების ურთიერთობებს შეეხება.

ნანა ფრუიძის განცხადებით, კვლევამ მოიცვა 6 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. თვისებრივ კვლევაში საუბარია მშობლებისა და მოზარდი შვილების ურთიერთობებზე და გამოიკვეთა, რომ აღზრდის პროცესში მშობელმა უმრავლესობა საქართველოში ავტორიტარულ სტილს ირჩევს, რაც იმას, ნიშნავს, რომ ავტორიტეტის გასამყარებლად, ისინი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებსმიმართავენ.

„მოზარდობა ძალიან რთული პერიოდია და რთულია არა მხოლოდ მოზარდებისთვის, რომ უმტკივნეულოდ გადალახონ ეს პერიოდი, არამედ მშობლებისთვის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ აღზრდის როგორ სტილს გამოიყენებს მშობელი. მოზარდის გრძელვადიან კეთილდღეობაზე, ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, სწორედ მოზარდსა და მშობელს შორის ურთიერთობებს და აღზრდის მეთოდს, რომელსაც მშობელი გამოიყენებს“.

გადმოწერა


აღზრდის ავტორიტარული სტილი გამოიხატება იმაში, რომ მშობლები მოზარდებს ნაკლებ თავისუფლებას აძლევენ, ნაკლებად ესაუბრებიან, ნაკლებად აძლევენ რჩევას, ნაკლებ ხელმძღვანელობას უწევენ სიძნელეების გადალახვაში და ხშირად მიმართავენ დასჯის მეთოდებს, როგორც ფიზიკური ასევე ემოციური დასჯის მეთოდებს.

ნანა ფრუიძის თქმით, ფიზიკური დასჯის მეთოდებს მშობლები უფრო მცირე ასაკის შვილებთან მიმართავენ, მაგრამ ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს, როგორიცაა დაშინება, რომ „ყველას მოვუყვები შენს ამბავს“, ან „წაგართმევ მობილურ ტელეფონს“ უფრო მოზარდი შვილების შემთხვევაში იყენებენ.

„ბავშვებს სჭირდებათ, რომ მშობლები იყვნენ მათი ემოციური საყრდენები, რომ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და უსაფრთხოდ გადალახონ მათ წინაშე არსებული პრობლემები“,- ამბობს ნანა ფრუიძე.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG