Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპოტიზმი თუ საჯარო სამსახურის მოკრძალებული ხიბლი


ნეპოტიზმი თუ საჯარო სამსახურის მოკრძალებული ხიბლი
please wait

No media source currently available

0:00 0:15:48 0:00

ფილმი ეხება “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებას. “თავისუფლების მონიტორმა" შეისწავლა დეპუტატების, მინისტრების, მათი მოადგილეების, სსიპების ხელმძღვანელების დეკლარაციები.

ფილმი ეხება “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებას. “თავისუფლების მონიტორმა" შეისწავლა დეპუტატების, მინისტრების, მათი მოადგილეების, სსიპების ხელმძღვანელების დეკლარაციები. ჯამში 200-ზე მეტი დეკლარაციის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 100 მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები სახელმწიფო სამსახურებში არიან დასაქმებულები. მათი ნაწილი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმდნენ მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრები მაღალი თანამდებობის პირების გახდნენ, ნაწილი კი მანამდეც მუშაობდა თუმცა ოჯახის წევრების დაწინაურების შემდეგ, თანამდებობაზე თავადაც დაწინაურდნენ. ჯამში ყოველწლიურად მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების ანაზღაურებაზე მილიონნახევრაზე მეტი იხარჯება.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში არის ხარვეზები, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენებს საშუალებას აძლევთ ოჯახის წევრები ნეპოტიზმის ნიშნით დაასაქმონ. ხშირად ხდება მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების მრჩევლებად და ხელშეკრულებით დასაქმება, რისთვისაც კანონის მიხედვით არც საკვალიფიკაციო მოთხოვნები არსებობს და არც მათი სამსახურში აყვანის დასაბუთების აუცილებლობა. ასევე კონკურსებიც, რომელსაც სახელმწიფო სამსახურები აცხადებენ, ხშირ შემთხვევებში დარღვევებით ტარდება. სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულები და კონკურსებით უკმაყოფილო მოქალაქეები სასამართლოში ხშირად ჩივიან. მხოლოდ 2017 წელს“საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ წარმოებულ საქმეებზე, სახელმწიფო უწყებებს ასეთი პირების მიმართ 600 000 ლარზე მეტის გადახდა დაეკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG