90-იანების ამბების წინა გახსენებას კარგი გამოხმაურება მოყვა. ნიკომაც იფიქრა, რა საჭიროა რამე ახლის მოგონება - "ნავთქურის ნოსტალგიის" ჭაში ხომ კიდევ ბევრი წყალი დარჩაო და ამ პერიოდის ექსპერტთან (იმ მხრივ, რომ ამ დროს იზრდებოდა. ნიკოს კლასელია თან) დიმა ქიტოშვილთან ერთად შეუდგა მის ხელახალ ამოხაპვას.
-
ნიკო ნერგაძე
ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.