Accessibility links

ნობელიატი ლუიზ გლიუკი


ნობელიატი ლუიზ გლიუკი
please wait

No media source currently available

0:00 0:29:01 0:00
Direct link

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“გთავაზობთ საუბარს ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე, ნობელის პრემიაზე, და მის წლევანდელ ლაურეატზე, დიდ ამერიკელ პოეტ ქალ ლუიზ ელიზაბეთ გლიუკზე.

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“გთავაზობთ საუბარს ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე, ნობელის პრემიაზე, და მის წლევანდელ ლაურეატზე, დიდ ამერიკელ პოეტ ქალ ლუიზ ელიზაბეთ გლიუკზე. ნობელის პრემიას, როგორც იცით, ახლავს ოფიციალური ტექსტი, რომელიც ზუსტად განმარტავს, ვის და რაში მიენიჭა პრემია. გლიუკის შემთხვევაში ეს ასე ჟღერდა: მისი შეუმცდარი პოეტური ხმისთვის, რომელიც მკაცრი სილამაზით ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურად აქცევს. ნობელიატი 1943 წლის 22 აპრილსაა დაბადებული ნიუ-იორკში ებრაული წარმომავლობის ოჯახში. ძალიან ცნობილი პოეტია თავის სამშობლოში, მიღებული აქვს უამრავი პრემია და ჯილდო, მათ შორის აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია – პულიცერის პრემია პოეტური ნაწარმოებისთვის (1983), არის აშშ-ის პოეტი-ლაურეატი (2003). გადაცემაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გლიუკის პოეზიის კავშირს ანტიკურობასთან და მისი ერთ-ერთი შედევრის, „აქილევსის ტრიუმფის“, ჩვენეულ თარგმანს. წარმოგიდგენთ მისი ანალიზის მცდელობასაც.

აქილევსის ტრიუმფი

პატროკლოსის ამბავში
ვერავინ გადარჩა, აქილევსიც კი,
რომელიც თითქმის ღმერთი იყო.
პატროკლოსი ჰგავდა მას; ერთი
აბჯარი მოსავდათ.

ამ მეგობრობაში ყოველთვის
ერთი მეორეს ემსახურება, ერთი მეორეზე ნაკლებია:
იერარქია
მუდმივად ჩანს, თუმცა ლეგენდებს
ვერ ენდობი –
მათი წყარო ცოცხლად დარჩენილია,
ის, ვინც მიატოვეს.

რა იყო ცეცხლმოდებული ბერძნული ხომალდები
ამ დანაკარგთან შედარებით?

თავის კარავში აქილევსი
მთელი არსებით გლოვობდა
და ღმერთებმა დაინახეს:
ეს კაცი უკვე მკვდარი იყო და იყო მსხვერპლი
იმ ნაწილისა, რომელსაც უყვარდა, –
მოკვდავი ნაწილისა.
XS
SM
MD
LG