Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორა, რომელმაც თვალზე ხელი აიფარა


ნორა, რომელმაც თვალზე ხელი აიფარა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:35 0:00

ნორა მხატვარ ბარბარა ასლამაზის გამოგონილი პუტკუნა პერსონაჟი გოგოა, რომელიც რატომღაც ობოლია და მამიდები ზრდიან - კირა და იზა. სულ ესაა ცნობილი ნორას თავგადასავლიდან. ვინც კი ნორა გაიცნო და იშვილა (და არა იყიდა), ყველამ დაიჯერა, რომ ის მართლა არსებობს. და ზოგმა იმდენად დაიჯერა, რომ ხშირად მის შემქმნელს სთხოვენ ხოლმე - ნორამ ეს გააპროტესტოს, ნორამ ის გააპროტესტოს, ნორა ველოსიპედზე დაჯდეს თუ ნორა გაფრინდეს. მართლაც ძალიან აქტიური გოგოა ნორა და რაც მთავარია, სულ აქვს რაღაც ხალხისთვის სათქმელი: ხან ბარიკადებზე დგას, ხან მოპედით დაქრის, ხან ფემინისტურ კამპანიებს უერთდება და „ვოგის“ გარეკანზე ჩნდება. უსამართლობას და ძალადობას აპროტესტებს: ერთხელ პარლამენტის წინაც დადგა და პროტესტის ნიშნად ცალ თვალზე დროშა აიფარა. ეს კი არის ამბავი იმისა, როგორ შეიძლება ერთმა გამოგონილმა პერსონაჟმა ბევრი ადამიანის სათქმელი თქვას.

XS
SM
MD
LG