Accessibility links

„ნუ გვაბოლებ!“ - შვილმკვდარი მამები პროკურორს


„ნუ გვაბოლებ!“ - შვილმკვდარი მამები პროკურორს
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:01:17 0:00

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი 19 ოქტომბერს პროკურატურის წინ გაგრძელდა. იქ ისინი მივიდნენ მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძისთვის თავის შესახსენებლად - კიდევ ერთხელ მოითხოვეს სიმართლის დადგენა და თავიანთი შვილების მკვლელების დასჯა. „ნუ გვაბოლებ“ ეწერა პროკურატურასთან მიტანილ ერთადერთ შავ პლაკატს, რომელიც მამებმა პროკურატურის ჭიშკარს მიამაგრეს. მანამდე კი საგამოძიებო უწყების წინ ფერადი ბოლი გაუშვეს, როგორც სიმბოლო იმისა, რომ მათ „ვერ მოატყუებენ. მათ ვერავინ დააბოლებთ“.

XS
SM
MD
LG