Accessibility links

site logo site logo

ოვიდიუსი, მეტამორფოზები


ლიტერატურული გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს ოქტავიანუს ავგუსტუსის ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს რომაელ პოეტზე, პუბლიუს ოვიდიუს ნასოზე, ანუ ნაზონზე და მის უკვდავ პოემაზე „მეტამორფოზები“. ჩვ.წ. 8 წ. დასრულებული ეს ნარატიული პოემა, ოვიდიუსის opus magnum, მოიცავს 15 წიგნს, 11 995 სტრიქონს, რომლებშიც მოქცეულია 246 მითი. ყველაფერთან ერთად, ესაა სამყაროს ისტორია შესაქმიდან ვიდრე იულიუს კეისრის გაღმერთებამდე, ჩასმული შერეულ მითოსურ-ისტორიულ ჩარჩოში. „მეტამორფოზები“ დასავლური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტია, რომელმაც შთააგონა ისეთი ავტორები, როგორებიც იყვნენ დანტე ალიგიერი, ჯოვანი ბოკაჩო, ჯეფრი ჩოსერი და უილიამ შექსპირი. პოემის უამრავმა ეპიზოდმა ასახვა ჰპოვა სახელგანთქმულ ქანდაკებებში, მხატვრობასა და მუსიკაში. მიუხედავად იმისა, რომ რენესანსის შემდეგ ოდნავ ჩაცხრა ოვიდიუსისადმი ინტერესი, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში მისდამი ინტერესი მეორე რენესანსს განიცდის. როგორ ჩამოყალიბდა ქაოსიდან კოსმოსი; როგორაა „მეტამორფოზებში“ წარმოდგენილი ქართველი პერსონაჟები: მედეა, აიეტესი, პასიფაე და კირკე; რატომ იქცა გარდასახვა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს პარადიგმად, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG