ოკუპირებული ახალგორი - ადამიანები დიდი პრობლემებით
ოკუპირებული ახალგორი მე-5 თვეა იზოლაციაშია. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2019 წლის 4 სექტემბერს დახურა ე.წ. "რაზდახანის" გამშვები პუნქტი. გზის გადაკეტვა მძიმე ტვირთად დააწვა ყველას და განსაკუთრებით - პენსიონერებს, ავადმყოფებსა და ჭირისუფლებს. იყო ინფორმაცია, რომ 23 იანვარს 5 დღით გაიხსნებოდა გზა იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც პენსიას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ. თუმცა ჯერჯერობით გზა არ გახსნილა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი არსებულ პრობლემებზე და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე ლაპარაკობს.
ეპიზოდები
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში