Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსკარის ნომინაციისთვის საქართველოდან ზაზა ხალვაშის "ნამე" იბრძოლებს


წელს საქართველო „ოსკარის“ დაჯილდოვებაზე  რეჟისორ ზაზა ხალვაშის  ფილმს „ნამეს“ გზავნის.  6 ფილმს შორის, ეროვნული კინოცენტრის სპეციალურმა კომისიამ, „ნამე“ ფარული კენჭისყრით გამოავლინა „ოსკარზე“ წარსადგენ უცხოენოვან ფილმთა კონკურსში მონაწილეობისთვის. ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარებით“ დაჯილდოვების ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.  იმისთვის, რომ „ნამე“  საუკეთესო ხუთეულში მოხვდეს,  მას მოუწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაგზავნილ  90 კონკურენტ ფილმთან კონკურენცია.

XS
SM
MD
LG