Accessibility links

ოფშორის იდუმალი ხიბლი


ეს იყო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა. სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ შეიტყო „პანამის დოკუმენტების“ შესახებ, ანუ შეიტყო 11, 5 მილიონ დოკუმენტზე, რომლებიც ცხადყოფს, თუ როგორ ეხმარებოდა იურიდიული კომპანია "მოსაკ-ფონსკა" თავის კლიენტებს გადასახადებისათვის თავის არიდებაში, სანქციებისათვის გვერდის ავლაში, ფულის გათეთრებაში.

  • რა ბიზნესმოდელი გამოააშკარავა "პანამის დოკუმენტებმა"?
  • ბიძინა ივანიშვილი და ოფშორული კომპანიები.
  • როგორი იყო რეაქცია ოფშორულ კომპანიებთან 100-მდე ქართველის კავშირის გამოვლენაზე? ინტერვიუ ჟურნალისტ ნინო ბაქრაძესთან.
  • "თავისუფლების #კითხვები”: რა ვიცით წითელას ეპიდემიის შესახებ?
  • "შინ - უცხოეთში”: ვის და როგორ მასპინძლობს კატრინ თევდორაშვილი სასტუმრო "სულიკოში".

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG