Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით 21 და 22 მარტს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

თბილისის ტრანსპორტი
თბილისის ტრანსპორტი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ავრცელბს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

„დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის... დამატებითი რეისები [უფასოდ] შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით“, - წერია განცხადებაში.

  • გუშინ, 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი;
  • სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ;
  • კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა;
  • საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისაგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG