„[ეს] ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის - 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში (ბრძანება).
რა იცვლება?
ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.
რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:
- ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
- ან საინვესტიციო მიზნით;
- ან სათამაშო ბიზნესში;
- ან ვირტუალურ აქტივებთან;
- ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.
რა მოხდება ამ რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?
ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.
„მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, - ამბობენ ეროვნულ ბანკში.
როდიდან ამოქმედდება ეს წესები?
საბარათე ოპერაციებზე ეს ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.
ფორუმი