Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონაჟი: სტავროგინი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ და რთულ, ერთდროულად მშვენიერ და მახინჯ, ბოროტსა და კეთილშობილ, ამაყსა და მოკრძალებულ, შეიძლება ითქვას, სრულიად ამბივალენტურ პერსონაჟზე, ფიოდორ დოსტოევსკის უკვდავი შედევრის, „ეშმაკნის“, ცენტრალურ ფიგურაზე, ნიკოლაი ვსევოლოდოვიჩ სტავროგინზე. ამ პერსონაჟის გვარიც, როგორც ეს ხშირად ხდება დოსტოევსკისთან, „მეტყველია“. როგორც ამბობდნენ რომაელები, nomen est omen („სახელი ნიშანია, სახელი თვითონ ამბობს თავის თავზე“). საქმე ისაა, რომ „სტაუროს“ ძველ ბერძნულ ენაზე ჯვარს ნიშნავს და გვარი „სტავროგინი“ მისი მატარებლის უმაღლეს დანიშნულებაზე მიუთითებს. სტავროგინს თითქოს ყველაფერი აქვს, რომ იდეალური პიროვნება იყოს: იგი ანტიკური ღმერთივით ლამაზია, ახალგაზრდაა, კარგად ჩაცმულია, კარგად აღზრდილია, მაღალია, ფიზიკურად ძლიერია, სიტყვაძუნწია, მორიდებულია, ნათელი და მშვიდი თვალები აქვს... ამავე დროს, იგი წარმოუდგენლად ამაყია; შეუძლია ჩაიდინოს ამაზრზენი საქციელი; შეუძლია დუელში მოკლას კაცი, რომელთანაც მხოლოდ თვითონაა დამნაშავე; შეუძლია ისეთი ცოდვა ჩაიდინოს, რომლის პატიება წარმოუდგენელია. როგორ იყრის თავს ბოროტებისა და სიკეთისაგან აღძრული სიხარული ერთ ადამიანში; როგორ გაიჩინა არაკაცი ორეული სტავროგინმა პიოტრ სტეპანოვიჩ ვერხოვენსკის სახით; რა უთხრა მეუფე ტიხონს სტავროგინმა; რატომ თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი; რატომ არ დაუბეჭდეს დოსტოევსკის წიგნის ბოლო, მეცხრე თავი; როგორ დაასრულა შვეიცარიის ურის კანტონის მოქალაქემ თავისი სიცოცხლე, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG