Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის პარადოქსი


საერთო დროშა, ჰიმნი და სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტები, ერთიანი ეკონომიკური სივრცისა და ერთიანი სამართლებრივი სისტემის შექმნა - ასეთი მიზნებია დასახული სამოკავშირეო ხელშეკრულებაში, რომელსაც 1999 წელს ხელი მოაწერეს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა, ბორის ელცინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ. მას შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა ისე, რომ ხელშეკრულება მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა. სამაგიეროდ, ხშირი იყო სიტყვიერი უთანხმოება, რასაც ბოლო ხანებში უნდობლობაც დაემატა.

  • რა ბედი ელის ალექსანდრ ლუკაშენკოს დაბალანსების პოლიტიკას?
  • რა მოხდება, თუ ბელარუსი, მოსკოვის შეფასებით, მეტისმეტად დამოუკიდებლად იმოქმედებს? - ინტერვიუ ჟურნალისტ ანა სოუსთან.
  • როგორ გაითქვა სახელი ბელარუსის დღეს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მოქალაქემ ნასტია რიბკამ ?
  • "შინ - უცხოეთში": რატომ სურს ახალგაზრდა კინორეჟისორ აკაკი ფოფხაძეს ნიცის ღია ბარათის მეორე მხარის ჩვენება?
  • "თავისუფლების #კითხვები": რა იცის ინტერნეტმა ჩვენზე?

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG