Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ეშინია „ენჯეოების“?


ვის ეშინია „ენჯეოების“?
please wait

No media source currently available

0:00 0:25:27 0:00

ადამიანის უფლებების დაცვა, ჰუმანიტარული დახმარება, საზოგადოების ინფორმირება და განვითარება, კორუფციის გამოაშკარავება, ბუნებაზე ზრუნვა - არასამთავრობო ორგანიზაციები ამ და ბევრ სხვა საქმეს ემსახურებიან და, თითქოს, ორი აზრი არ უნდა არსებობდეს, რომ კეთილშობილური მისია აკისრიათ. თუმცა სხვა საქმეა, როგორ ასრულებენ კეთილშობილურ მისიას: ზოგს ეჭვი ეპარება ამა თუ იმ „ენჯეოს“ უანგარობაში, ზოგი მათ პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს. ვინ და რას ერჩის არასამთავრობო ორგანიზაციებს? რატომ აღარ დაედგომება უნგრეთში რეგიონის საუკეთესო უნივერსიტეტს? ინტერვიუ შიმონ პანეკთან, დირექტორთან არასამთავრობო ორგანიზაციისა "ადამიანი გასაჭირში" (People in Need) რატომ უტევს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს? "შინ - უცხოეთში": რას გვაუწყებს გლდანის წარსულზე ბერლინელი ურბანისტი? - თინათინ გურგენიძე „თავისუფლების #კითხვები“: რა ვიცით არჩევნების მეორე ტურის შესახებ? რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

XS
SM
MD
LG