Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორხელისუფლებიანობა ვენესუელაში


ვენესუელაში მიმდინარე უმწვავეს კრიზისს, რამდენიმე კვირაა, ერთნაირი რაკურსით და ერთ ხმაში აშუქებენ რუსეთის ტელეარხები. მათი ინტერპრეტაციით, ვენესუელაში მიმდინარე პროცესების უკან გეოპოლიტიკური დაპირისპირების ნაცნობი ხელწერა იკითხება.

ვენესუელაში რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ დასავლეთის მედიაც და წამყვანი ანალიტიკოსებიც, მაგრამ ისინი ბოლივარულ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს მიიჩნევენ ბუნებრივ რეაქციად გაჭიანურებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე, რამაც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა ნავთობით უმდიდრესი ქვეყანა.

  • რა აკავშირებს რუსეთსა და ვენესუელას;
  • რატომ ცხოვრობს ხალხი ღარიბად ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ვენესუელაში? ინტერვიუ ჟურნალისტ ალექსანდრ გოსტევთან;
  • ვინ არის ხუან გუაიდო?
  • თავისუფლების #კითხვები: რა მოიტანა თამბაქოს გაძვირებამ?
  • შინ - უცხოეთში: როგორ ქმნის მოდას მოდის ქვეყანაში დიზაინერი ხატია ზურაბაული.

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG