Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Dichtung und Wahrheit („პოეზია და სინამდვილე“) გთავაზობთ გადაცემას ერიკ-ემანუელ შმიტის „პილატეს სახარებაზე“. მაცხოვარი მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების მრავალი რომანის მთავარი პერსონაჟია ბულგაკოვით დაწყებული სამარაგუთი და კუტზეეთი დამთავრებული. ქრისტე ისტორიულ წყაროებსა და სახარებაში, პილატე პონტოელის პიროვნება, პილატეს მეუღლის, კლავდია პროკულას, აღმოსავლეთ ქრისტიანობის ბევრი ეკლესიის წმინდანთა ვინაობა, შმიტის დანახული გზა პილატეს ურწმუნოებიდან რწმენამდე, პილატეს მოქცევა და თავად ერიკ-ემანუელ შმიტის მოქცევა ქრისტიანად — ამ და სხვა საკითხებზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG