Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: მედიასაშუალებები შეუფერხებლად იმუშავებენ


ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მედიის საქმიანობა არ შეიზღუდება. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლების უფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება. ასევე, დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი დ არც კომენდანტის საათის გამოცხადება“.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლითაც შესაძლებელია ქვეყანაში შეიზღუდოს კონსტიტუციით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები.

21 მარტს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG