ძველი ბათუმის დამცველმა აქტივისტმა საპროტესტო პროკლამაციები ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერის დასრულების შემდეგ, მესამე იარუსიდან გადაყარა. პარტერში ამ დროს იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მარიამ მუთიძემ ამ ფორმით ბათუმში მიმდინარე ქაოსური მშენებლობები და ქალაქის ისტორიული უბნების ნგრევა გააპროტესტა. „ძველი ბათუმი საფრთხეშია! ვერაგი მთავრობა ცემენტიანი ხელებით ეპოტინება ბათუმს. მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქალაქს!“, - ეწერა ზემოდან გადაყრილ ფურცლებზე. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის განახლებული შენობა 27 მარტს გაიხსნა. თეატრის დასმა დავით კლდიაშვილის მოთხრობების მიხედვით ითამაშა სპექტაკლი „KLDIASHVILI.GE“.
პროკლამაციები ხელისუფლებას - საპროტესტო აქტი ბათუმის თეატრში
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან