Accessibility links

რაიან სმითის უკანასკნელი პროექტი


რაიან სმითის უკანასკნელი პროექტი
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:02:03 0:00

ქალაქ მარნეულიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე სოფელ ქოსალარში რაიან სმიტის უკანასკსკნელ პროექტზე მუშაობენ. სამი ადგილობრივი ქალი მოზრდილ ხალიჩას ქარგავს, რომელიც რაიან სმითმა სიკვდილამდე 2 კვირით ადრე შეუკვეთა. ადგილობრივები ამბობენ, სმითების ოჯახის მკვლელობის შემდეგ, 12 ქალი, ფაქტობრივად, საკუთარი შემოსავლის გარეშე დარჩა. მეხალიჩეები ახალ დამკვეთს ელოდებიან. ამერიკელი რაიან და ლორა სმითები, 4 წლის შვილთან ეთად, 5 ივლისს ხადას ხეობაში მოკლეს. სმითებმა, რომლებიც საქართველოში 6 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ, საქართველოში ორმაგი მოქალაქის სტატუსი 2012 წელს მიიღეს. ისინი ცხოვრობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ და სოციალურ პროექტებს ახორციელებდნენ.

XS
SM
MD
LG