რას იხსენებს ავღანეთიდან დაბრუნებული ყოფილი სამხედრო
ყოფილი სამხედრო პავლე მაკარიძე ავღანეთიდან 22 აგვისტოს დაბრუნდა. ის რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რა ვითარება იყო ქაბულში მას შემდეგ, რაც თალიბანმა ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. პავლე მაკარიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005-2018 წლებში მსახურობდა. აგვისტოს ომის ვეტერანი სამხედრო სამსახურიდან სამი წლის წინ წამოვიდა და ავღანეთში, კანადურ კომპანიაში დასაქმდა. როგორც ამბობს, კერძო კომპანია ავღანეთში მუშაობდა საელჩოების დაცვასა და უსაფრთხოებაზე. ასევე უწევდა მუშაობა ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან და ავღანელ ჯარისკაცებთან.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან