Accessibility links

რატომ გაიფიცნენ ჭიათურელი მაღაროელები? მოისმინეთ მათი ხმები


რატომ გაიფიცნენ ჭიათურელი მაღაროელები? მოისმინეთ მათი ხმები
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:01:45 0:00

მე-9 დღეა ჭიათურაში მაღაროელები არიან გაფიცული. მე-7 დღეა 14 მაღაროელი შიმშილობს. მაღაროელთა პროტესტის გამო გაჩერებულია „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი 11-ვე მაღარო. 500 მაღაროელი მუშაობის განახლებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებს. გადაკეტილია ქალაქიდან გასასვლელები და შესაბამისად, კოოპერატივების მიერ მოპოვებული მადანიც ქალაქიდან არ გადის. მაღაროელთა მოთხოვნები კი შემდეგია: • ხელფასების მატება 30%-ით და რეორგანიზაციის შემდეგ +20%; • უკეთესი ჯანდაცვის და სადაზღვეო პირობები მაღაროელებს და მათ ოჯახებს; • მაღაროელთა უკეთესი კვება; • მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა ქალაქის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG