Accessibility links

site logo site logo

რა შებოჭავს რუსეთს - ანუ ომი, როგორც კრემლის გადამრჩენი „სანახაობა“


გადმოწერა

რამდენად საკმარისია დასავლეთის კონსოლიდაცია იმისთვის, რომ რუსეთს უარი ათქმევინოს ომსა და აგრესიულ პოლიტიკაზე?

რამდენად საკმარისია დასავლეთის კონსოლიდაცია იმისთვის, რომ რუსეთს უარი ათქმევინოს ომსა და აგრესიულ პოლიტიკაზე?

რადიო თავისუფლებისა და EPRC-ს ერთობლივი პოდკასტის - „მსოფლიო თავდაყირა“ სტუმრები არიან: „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი მუჩაიძე და „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) ექსპერტი - ვანო მაჭავარიანი.

„ყველასთვის გასაგებია, რომ ომი არის გარდაუვალი. არის ჭადრაკში ასეთი მომენტი - ცუგცვანგი, როცა ნებისმიერი შენი სვლა შენს წინააღმდეგ არის და აგებ პარტიას. აქ ლაპარაკია იმაზე, ვინ პირველი განახორციელებს თავისთვის წამგებიან სვლას. რუსეთს უნდა ომი.

რუსეთი მზად არის ომისთვის, თუ არ მიიღებს იმ შედეგს, რომელიც უნდა - მას უნდა უკრაინა“, - ამბობს ვანო მაჭავარიანი.

გიორგი მუჩაიძე თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომი თავისი ძალაუფლების გადასარჩენად სჭირდება და ეეჭვება „ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაზე წავიდეს პუტინი, რადგან სწორედ ესაა ტაქტიკა - სიტუაციის ესკალაციით რაც შეიძლება მეტს გამორჩეს“ - და თუ რამდენს და რას გამორჩება, ეს დასავლეთის კონსოლიდაციის ხარისხსა და რუსეთისთვის - „ბოროტი ხულიგნისთვის“ პროპორციული ძალის დანახვებაზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG