Accessibility links

site logo site logo

რა ხდება ორბელიანის მოედანზე?


გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ვაგრძელებთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „თბილისის ჰამქრის“ ერთობლივი კვლევის განხილვას. გამოკვლევა, რომლის პრეზენტაცია 14 მარტს მოეწყო, თბილისის განვითარების ფონდის მუშაობას ეხება. გადაცემის სტუმარი ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი გვახსენებს, რომ თბილისის განვითარების ფონდის ერთ-ერთი მსხვილი პროექტი ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაა. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარია განსაზღვრული.

როგორც გაირკვა ორბელიანის მოედანზე არქეოლოგიური ფენები გამოვლინდა და არტეფაქტების შესწავლას მნიშვნელოვნად შეიძლებოდა გაეჭიანურებინა სამუშაოები ამ უბანში. შესაბამისად, "თბილისის ჰამქარი" ვარაუდობს, რომ სამშენებლო ტექნიკას შეეძლო დაეზიანებინა არქეოლოგიური ნაშთები. მით უმეტეს, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა გუდიაშვილის მოედნის რესტავრაციის დროს - დღემდე არ არსებობს წერილობითი დასკვნა გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ფენების შესახებ.

ცირა ელისაშვილის თქმით, კვალიფიკაცია იმ სამშენებლო ორგანიზაციებისა, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ საწარმოო საქმიანობას, რესტავრაციასთან მიმართებით მაღალი უნდა იყოს. „ჰამქრის“ წევრი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, რომ განსხვავებით თბილისის მერიისგან, რომელიც ბოლო დროს ღია გახდა საზოგადოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მსჯელობისას, თბილისის განვითარების ფონდი კვლავაც ჩაკეტილ სტრუქტურად რჩება.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG